რეზონანსი
03.06.2025

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას, მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

ჩერგოლეიშვილის აზრით, მოხდება თუ არა „ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციის კაპიტულაცია „ლელოზეა" დამოკიდებული.

„თუ „ლელო" არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს).

და თუ არცერთი „მეინსტრიმ" პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება.

დიდებული იქნება, თუ „ლელო" არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად" ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს", - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×