
მაქსიმალური პასუხისმგებლობით უდგება საქართველოს ხელისუფლება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსხვავებით ძალიან უპასუხისმგებლო პრივატიზებებისა, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ კერძო პარტნიორს, ამავე დროს მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ისე, რომ დათქმულ ვადებში გვექნება ახალი, თანამედროვე, საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პორტი", - განაცხადა დავითაშვილმა.