რეზონანსი
04.06.2025

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან შუახნის მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით,  საკუთარი მანქანით მიმავალი კაცი ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე ჩაცხრილეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×