რეზონანსი
04.06.2025

ადგილობრივად იყო წნეხი, პოლიტიკურ სიტუაციას ვგულისხმობ და სანქციების ხელახლა გამოჩენა შეიძლება გავლენას ახდენდეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება.

„მიუხედავად ბოლო პერიოდის მოვლენებისა, საქართველომ, გლობალური ეკონომიკის მსგავსად, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში იარსება, თუმცა რისკები, რაც საქართველოს გაჩნია, გარკვეულ გამოწვევებს გულისხმობს. ამავდროულად, გულისხმობს შანსებსა და შესაძლებლობებს. რამდენიმე რისკს გავუსვამ ხაზს საქართველოსთან მიმართებით, რაც გლობალური სავაჭრო წნეხიდან მომდინარეობს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის გამოც მომდინარეობს და იმ ეკონომიკური პირობების გამო, რაც გლობალურად არსებობს. მათი გამოძახილი საქართველოზე იქნება შემდეგი - თუ ახალი სანქციები მატერიალიზებული იქნება, შეიძლება გავლენას ახდენდეს საქართველოზე. ადგილობრივად იყო წნეხი, პოლიტიკურ სიტუაციას ვგულისხმობ და სანქციების ხელახლა გამოჩენა შეიძლება გავლენას ახდენდეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კარგი ნიშანი ის არის, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ბუფერები გააჩნია ფისკალური სივრცის გათვალისწინებით და ფინანსური სისტემის სიჯანსაღესთან მიმართებით ეს რისკები იქნება დაძლეული", - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×