რეზონანსი
04.06.2025

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა "ფე­ის­ბუქ" გვერდმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია ერაყ­ში სწავ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის, სა­დაც სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში, სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„ინ­ფორ­მა­ცია ეხე­ბა „Study in Iraq" პროგ­რა­მის მე­სა­მე ეტა­პის და­წყე­ბას. სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მე­ბი ერა­ყის სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­კუთ­ვნი­ლია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და მკვლევ­რე­ბის­თვის.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ტა­ნად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კან­დი­და­ტებს შე­უძ­ლი­ათ, ეწ­ვი­ონ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერდს," - წერს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სტუ­დენ­ტებს ოფი­ცი­ა­ლურ ლინკს უზი­ა­რებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, მათ შო­რის სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

"სირ­ცხვი­ლით არც უნდა გა­მო­გექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ ეს პროგ­რა­მა, ალ­ბათ თქვე­ნი შვი­ლე­ბის გაშ­ვე­ბას აპი­რებთ?"

"ანუ ერაყ­ში რა­ტომ უნდა წახ­ვი­დე სას­წავ­ლებ­ლად? ან ტე­ლე­ვი­ზორს არ უყუ­რებთ ან არ იცით რა ხდე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში".

"მარ­თა­ლია, რა უნ­დათ ჩვენს სტუ­დენ­ტებს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ერაყ­ში გა­ვუშ­ვათ. შემ­დგომ­ში გამ­ბი­ის ან გა­ბო­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეთ გთხოვთ, მად­ლო­ბა", - წე­რენ ფე­ის­ბუკ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

აჟი­ო­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, მაკა ბე­რი­ძემ.

ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბას სა­სა­ცი­ლოს უწო­დებს:

„მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და ვი­თომ აღელ­ვე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს ერაყ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­უ­ფორ­მე­ბია. ჩემ­თვის ცოტა სა­სა­ცი­ლოა ამის გამო შეშ­ფო­თე­ბა. 2025 წელს 4 ევ­რო­პულ პრო­ექ­ტში გა­ვი­მარ­ჯვეთ და ჩემი პრო­ფე­სუ­რა წა­სუ­ლი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში გერ­მა­ნი­ა­ში. ერაყ­ში არ ვყო­ფილ­ვართ და არც ვა­პი­რებთ",- გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ერა­ყუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თხოვ­ნით გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მე­ლიც ფოს­ტა­ზე გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

„თხოვ­ნა იყო მი­ა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია თქვენს სტუ­დენ­ტებ­სო. არც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, არც შე­თან­ხმე­ბა არ ყო­ფი­ლა, ამას გე­უბ­ნე­ბით სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით",- გა­ნა­ცხა­და მან.

წყარო: სამხრეთ კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×