რეზონანსი
04.06.2025

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი ბათუმში ბრუნდება. ლეგენდარული არტისტების მონაწილეობით დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე 11-13 ივლისს გაიმართება.

11 ივლისი|ლედისი / LEDISI 

12 ივლისი|ვინსენ გარსია / GARCIA VINCEN | ნექსთ მუვმენტი / NEXT MOVEMENT

13 ივლისი|სისთერ სლეიჯი / SISTER SLEDGE

წელს ფესტივალი, ტრადიციულ ადგილას, ბათუმის კორტებზე გაიმართება.

VIP აბონემენტის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, სამივე საფესტივალო ღამეს, კლუბში - „Take 5“, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც ჯგუფი TNM უმასპინძლებს. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათის მფლობელებს, 9 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ პრომოუშენსი“.

ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: VISA, საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, თეგეტა, პორშე, ისი პარი,  რესტორანი გრილ თაუნი, ალმა, Tkt.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×