რეზონანსი
04.06.2025

ანგარიშში სრულიად აბსურდული და სიმართლისგან დაცილებული საკითხები ჩაწერეს. ცდილობენ, რადიკალებისთვის ისევ მაშველ რგოლად გამოდგნენ. როგორც კი საღამოობით ერთი მუჭა რადიკალები რუსთაველზე სირბილს შეწყვეტენ თუ შემცირდებიან, იმ წუთას მათთვის დავალებების მიმცემთა წიაღში გამოჩნდებიან ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, მათი აქტიურობა ცოტა მეტად გაზარდონ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა.

მათიკაშვილის თქმით, სიმართლე სად არის, იმ ხალხმაც კარგად იცის, ვინც სრულიად აბსურდულ, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისგან განსხვავებულ თეზისებს სვამს.

„არაფერი გამოსდით, მაგრამ თუნდაც ამ ანგარიშში კვლავ ქართველი ხალხის მიმართ სრულიად უწესო თეზებია აღნიშნული, სადაც თითქოს მილიონ 120 ათასი ადამიანი არაფერს ნიშნავს და ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ის 300-400 რადიკალია, რომელიც ქუჩაში საღამოობით დარბის. სიმართლე სად არის, ეს იმ ხალხმაც კარგად იცის, ვინც ამ სრულიად აბსურდულ, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისგან განსხვავებულ და საწინააღმდეგო თეზისებს სვამენ. როდესაც ლეგიტიმურს უწოდებ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პოლიტიკაში არავის ახსოვს და საზოგადოებას თავისი ნეგატიური ქცევით დაამახსოვრა თავი, ამით ყველაფერია ნათქვამია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×