
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება იმდენად იზრდება, რომ ერთმანეთის მიმართ საჯარო ბრალდებებს არ ერიდებიან. განსაკუთრებით მძაფრად იჩინა თავი დაპირისპირებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე - „ახლის“ ლიდერებს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შორის. წყაროები ადასტურებენ, რომ ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და საუბარია როგორც ტაქტიკურ, ისე პირად და პოლიტიკურ უთანხმოებებზე.
შიდა წყარო for.ge-ს ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირების შესახებ უყვება:
„კონსულტაციები მარტიდან მიმდინარეობდა. თავიდან იდეა იყო - ერთიანი ოპოზიციური მერობის კანდიდატი თბილისში. გვარამიას გუნდი ამაზე თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. მათთვის ეს უფრო პიროვნული საკითხია - ვინ გააკონტროლებს პროცესს, ვის ეკუთვნის ლიდერობა. მელიასა და გვარამიას შორის კონტაქტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მათი თანამშრომლობა ფორმალურია, რაც ხელს უშლის საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბებას. როგორც ვიცი, მათ ასევე დაპირისპირება აქვთ გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებითაც. საკმაოდ მძიმე სიტუაცია შეიქმნა, რადგან მელიას არ უნდოდა, რომ დაეკავებინათ. თუმცა მელიაც და ჯაფარიძეც გვარამიამ გაწირა. მიზანი საერთაშორისო ყურადღების მიქცევაა“, - აცხადებს ოპოზიციური პარტიის წევრმა, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.
წყარო: for.ge