
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არ შეიძლება, ფულის გადარიცხვის გამჭვირვალობა განსხვავებული იყოს შვედეთში და სხვანაირი - საქართველოში.
მაჭარაშვილის განმარტებით, თურმე შვედეთისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონი, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული და საქართველოში რომ შედის უცხოეთიდან თანხები ეს არ უნდა გაკონტროლდეს.
"ფულის გადარიცხვის გამჭვირვალობა როგორ შეიძლება, იყოს განსხვავებული შვედეთში და სხვანაირი - საქართველოში? შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თურმე, შვედეთისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონი, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული და უცხოეთიდან შვედეთში რომ შედის თანხები ეს უნდა გაკონტროლდეს. საქართველოში რომ შედის უცხოეთიდან თანხები, ეს არ უნდა გაკონტროლდეს. ფაქტზე წაასწრებენ ადამიანს და მერე ის ამბობს, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. ჩვენ რა გვგონია, ამას ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ პირდაპირ ჩამოდიოდნენ, მათ შორის, ბალტიის პირა ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები და მოუწოდებდნენ საზოგადოებას ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობას. აგერ, შვედეთის წარმომადგენელი პირდაპირ მოუწოდებს, ვინ ეკითხება მაგრამ პირდაპირ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას ძალადობრივი აქციისკენ. უკრაინიზაციისკენ მოუწოდებს, ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა "მაიდანზეო". როგორც ჩანს, შვედეთის ინტერესი, როგორც სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესი არის, რომ რუსეთმა არ მოიცალოს მათთვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.