რეზონანსი
05.06.2025

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მარიონეტის როლს ასრულებდა და, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა საგარეო შეკვეთა არა საქართველოს ინტერესებს, არამედ გლობალური ომის ინტერესებს შეესაბამებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად შემოაპარეს, რაც არ გამოუვიდათ.

„სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღო და ახლა ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს დაზიანება სწორედ ამ პროცესით უნდათ. ჯერ ამბობდნენ, სააკაშვილს კლავენ, აწამებენო და დივერსიული საექიმო აქტები მოაწყვეს, მაგრამ დღეს ამბობენ, რომ დამნაშავეა, მაგრამ ჩვენი დამნაშავეა და უნდა გაათავისუფლოთო. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, დელეგიტიმიზირებული იყოს და საქართველო მათთვის მისაღები მხოლოდ მარიონეტული მმართველობით არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×