
მოქალაქე ნანა ხიხაძე ამ დრომდე ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე რჩება. პაციენტი უგონო მდგომარეობაში ქმარმა იპოვა.
ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია საკვების ნიმუშები, რომელიც შესაძლოა დედა-შვილის ინტოქსიკაციის მიზეზი გამხდარიყო.
კლინიკის დირექტორის განმარტებით, ახლა გადამწყვეტი სწორედ ლუგარის ლაბორატორიის პასუხები იქნება.
"ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობაა, არის მართვით სუნთქვაზე. გრძელდება კვლევები, რომლებიც რა თქმა უნდა დაწყებულია შემოსვლისთანავე. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გვექნება მას შემდეგ, რაც ყველა კვლევის პასუხს მივიღებთ. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომლებიც გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ვერ გეტყვით, მათი პასუხები რა დროში გვექნება ზუსტად. საბოლოო ჯამში, ალბათ მათი პასუხები იქნება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გამორიცხულია სხვადასხვა ორგნული პათოლოგიები, თავის ტვინში რაიმე პროცესები, კარდიოლოგიური დაავალებები და ა.შ, თუმცა ჯერ კიდევ რამოდენიმე დიაგნოზი რჩება საეჭვოდ - ამბობს კლინიკის დირექტორი
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ხაშურში მოხდა - მამამ 9 წლის მოზარდი სახლში გარდაცვლილი, ცოლი კი უგონო მდგომარეობაში იპოვა. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სავარაუდო ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია განიხილება და შესაბამისი ექსპერტიზები ტარდება.