რეზონანსი
05.06.2025

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალურ ბრიუსელს ოპონირების მიუღებლობის გამო აკრიტიკებს. პაპუაშვილის მტკიცებით, საქართველოში აკრედიტებული ევროპელი დიპლომატების მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევა ტრადიციად იქცა. შესაბამისად, ელჩებისა და ევროკომისრების მხრიდან ხშირია შიდაპოლიტიკურ საკითხებში ღია ჩარევა რაც, პაპუაშვილის აზრით, პასუხს საჭიროებს.

ბრიუსელს მხრიდან მიდგომების ცვლილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობად მიაჩნია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული კომუნიკაცია ორმხრივად მომგებიანი იქნება. მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციაა კონსტიტუციით დაცული საგარეო პრიორიტეტია.

ევროინტეგრაციის სურვილი ცალმხრივად კრიტიკის მოსმენასა და მიღებაზე გადის ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედება ბრიუსელს "თითის დაქნევის" ლეგიტიმურ უფლებას აძლევს.

ოპოზიციასა და ევროპელი ბიუროკრატების ნაწილს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროება ბრიუსელის მხრიდან არაევროპულმა მიდგომებმა და რადიკალიზმის წახალისებამ დააყენა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წელის ივლისში მიიღო. ხელისუფლება მოლაპარაკებების გახსნაზე მოთხოვნის დაყენებას 2028 წლისთვის გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×