რეზონანსი
05.06.2025

 ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა. ამის შესახებ ე.წ. "სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის" ყოფილი ხელმძღვანელი, მილიარდელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კერძოდ, მასკი ტრამპს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ "ძალიან იმედგაცრუებულია ილონით".

"ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ.

როგორი უმადურობაა," - წერს მასკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×