რეზონანსი
06.06.2025

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს.

,,მორიგი ცრუ ნარატივი FARA-ს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს. ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას.

ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ - თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×