რეზონანსი
06.06.2025

ამ დრომ­დე მძი­მეა, გუ­შინ ხა­შურ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნანა ხი­ხა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც "ამბებისთვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, ის გვი­ან ღა­მით უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რე­ა­ნი­მო­ბი­ლით თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხა­შურ­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გუ­შინ დი­ლით სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს სახ­ლში სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა, მისი 9 წლის შვი­ლი ლუკა ბარ­ბა­ქა­ძე უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო მე­უღ­ლე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა. ქალი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა.

გუ­შინ­ვე გვი­ან ღა­მით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ქალი თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის და ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ამ დრომ­დე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთ ვერ­სი­ად, საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ დღე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ბა­ტონ და­ვით ჩი­ქო­ვანს, ის ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ვერ სა­უბ­რობს თუ რა გახ­და ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და ელო­დე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნა დე­დის პირ­ნა­ღე­ბი მა­სა­ლა და ასე­ვე ზონ­დით კუ­ჭი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მასა, ამ მა­სა­ლის კვლე­ვით უნდა გა­ირ­კვეს, რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ასე­ვე დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა­ზე თა­ვის მხრივ მუ­შა­ობს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რიც, რომ­ლებ­მაც ბარ­ბა­ქა­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­ი­ღეს და ისი­ნიც ელო­დე­ბი­ან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან პა­სუ­ხებს.

წყარო; ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×