რეზონანსი
06.06.2025

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელ შონ ო’მალის შეხვდება.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 60.8 კგ დააფიქსირა, ხოლო შონ ო მალის წონა 61.2 კგ იყო. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.

მერაბ დვალიშვლმა შონ ო მალი ერთხელ უკვე დაამარცხა და UFC-ის სუპერმსბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარიც სწორედ ამ გამარჯვებით მოიპოვა.

34 წლის ქართველი მებრძოლი ო მალისთან შეხვედრას ზედიზედ 12 გამარჯვებით ხვდება. ბოლოს მან იანვარში უმარ ნურმაგომედოვს სძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×