
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძე განსასჯელის სკამზე ზის და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანას ელის. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ მზად არის ყველაფრისთვის, მათ შორის, ციხისთვის. დღეს სასაამართლოს კიდევ ერთხელ აუხსნა, რატომ არის მისთვის არალეგიტიმური პარლამენტი და საგამოძიებო კომისია.
მამუკა ხაზარაძეს მის კითხვაზე პასუხი დღეს სასამართლოსგან არ მოუსმენია, თუმცა მოუსმინა წულუკიანის აპარატის იმ თანამშრომელს, ვინც მოკლე ტექსტური შეტყობინება აპლიკაცია "სიგნალზე" მისწერა და კომისიის სხდომაზე დაიბარა. ნინო ჭიპაშვილმა დღეს ადვოკატების კითხვაზე საპასუხოდ დაადასტურა, რომ კომისიის თანამშრომელი თავად საერთოდ არ არის, ეს გარემოება კი ადვოკატებისთვის უცნაური აღმოჩნდა.
სასამართლოში გამოიკითხა დღეს გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილიც, რომელმაც სხდომაზე თქვა, რომ თეა წულუკიანს სიტყვაზე ენდობა და პროკურატურა არ დაინტერესდა, ნამდვილად კომისიის ყველა წევრი იყო თუ არა თანახმა სხდომაზე მამუკა ხაზარაძე დაებარებინათ.
სინქ; მარტია ყიყინაშვილი და ზვიად კორძაძე
ხაზარაძის პროცესის შემდეგ საქალაქო სასამართლოს იგივე დარბაზში ბადრი ჯაფარიძის სხდომა დაიწყო. იგივე მოსამართლის, პროკურორების და იგივე მოწმეების მონაწილეეობით. იდენტური ჩვენებეები მისცეს მოწმეებმა მხარეებს. ბადრი ჯაფარიძემ დღეს მოსამართლეს უთხრა რომ ის რაც მის თავს ხდება პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია.