რეზონანსი
06.06.2025

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს.

როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგია, არც ეროვნება.

„ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს. ყურბან-ბაირამი სიკეთის, ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა, რომელიც სხვა ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმების მსგავსად, საქართველოშიც განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება. ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგია, არც ეროვნება. იგი გამოიხატება მშვიდ და კულტურულ თანაცხოვრებაში, რომელიც საუკუნეებია მოგვდგამს. გილოცავთ და გისურვებთ კეთილდღეობას, სიკეთესა და სიყვარულს!“, – წერს კახა კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×