რეზონანსი
06.06.2025

აქციების მონაწილეების უფლებების დარღვევა, დაკავებული პირების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, სამართალდაცმველების მხრიდან ძალის გადამეტება, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. ლევან იოსელიანმა, რომელიც "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულობით არ გამოიჩევა გვერდი ვერ აუარა წამების და ძალადობის იმ ფაქტებს, რაც 2024 წელს ქვეყანაში სისტემურ დანაშაულად იქცა.

სახალხო დამცველი დასკვნაში წერს, რომ დაუშვებელია, ძალადობის ამდენი შემთვევის ფონზე, არ იყოს დასჯილი არცერთი დამნაშავე. ავთანდილ ტიტვინიძე ერთ-ერთია აქციების მონაწილეებს შორის, რომელსაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავების დროს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

ლევან იოსელიანი ანგარიშში წერს, რომ როდესაც პირი სასამართლოს წინაშე სადავოდ ხდის დაკავების მოტივს, მოსამართლე დაკავების კანონიერებას არც კი ამოწმებს, ეს კი დაუშვებელია.  

ლევან იოსელიანი ,,ქართული ოცნების" იმ კანონებს ასახელებს, რომლებმაც მედიის გამოხატვის თავისუფლებაზე უარყოფითად იმოქმედეს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ გადასაღებ მოედანზე ჟურნალისტები თავს დაცულად ვერ გრძნობენ, რადგან ქვეყანაში თავისუფალი მედიისთვის საფრთხის შემცველი გარემოა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×