რეზონანსი
07.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინამ თავად გამოიწვია რუსეთის მხრიდან დარტყმების პროვოცირება სპეციალური ოპერაცია „ობობას ქსელის“ განხორციელებით.

კითხვაზე, შეცვალა თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე, მის აეროდრომებზე უკრაინის მიერ ბომბდამშენებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა მისი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა „კოზირები“ აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ ოპერაციამ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ქალაქების დაბომბვის საფუძველი მისცა.

„მათ მიზეზი მისცეს პუტინს, რომ შესულიყო და ჯოჯოხეთურად დაებომბა ისინი. ეს არის ის, რაც მე ამაში არ მომეწონა. როდესაც დავინახე, ვთქვი: „ახლა დარტყმა იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა გუშინ უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომებზე მოსკოვის სტრატეგიულ ბომბდამშენებზე თავდასხმა განახორციელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×