რეზონანსი
07.06.2025

„6%-იანი ზრდის ვარაუდი იმის საფუძველზეა, რომ ქვეყანაში დაცულია მესაკუთრეთა უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის მშვიდი გარემოა. რა თქმა უნდა, რყევები მოსალოდნელია, რადგან ჩვენ გარშემო არ არის მშვიდი სიტუაცია", - განაცხადა აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ.

პაპავა ასევე ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ ტრამპის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე და აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მხოლოდ 10%-იანი ტარიფების დაწესება, რაც ყველაზე მინიმალური საერთო ტარიფია, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

„ტრამპმა ტარიფები შემოიღო მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ, გარდა რუსეთისა, რადგან რუსეთი ამ ეტაპზე სანქცირებულია. საქართველოსთან რაც შემოიღო, არის საერთო, 10%-იანი. მისი დამოკიდებულება საქართველოსადმი ამითაც ჩანს, რადგან თავისუფლად შეეძლო ეთქვა უფრო მაღალი პროცენტი, თუკი საქართველოსთვის რაღაც დამსჯელი ღონისძიება ექნებოდა ჩაფიქრებული, მაგრამ დააწესა 10%-იანი ტარიფი, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის პრაქტიკულად მისაღებია.

რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის 6%-იანი ზრდის პროგნოზს, ეს იმის საფუძველზეა, რომ ქვეყანაში დაცულია მესაკუთრეთა უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარებისთვის მშვიდი გარემოა. რა თქმა უნდა, რყევები მოსალოდნელია, რადგან ჩვენ გარშემო არ არის მშვიდი სიტუაცია. სამწუხაროდ, ქვეყანაშიც გრძელდება დაძაბულობა. ამიტომ ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იქნება, ძნელია.

თუმცა გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე, ან თუნდაც წლევანდელი წლის ზამთარში როგორ აპოკალიფსურ სურათს ხატავდა ზოგიერთი. სამწუხაროდ მათთვის და საბედნიეროდ ჩვენთვის, მსგავსი არაფერი მომხდარა", - აღნიშნავს პაპავა „კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×