რეზონანსი
07.06.2025

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქსა და სხვა რეგიონებზე მიტანილ მასირებულ იერიშებს ვოლოდიმირ ზელენსკი ღამის ტრადიციული მიმართვისას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველა არ გმობს უკრაინაზე შეტევებს და რუსეთი ამას ომის გასაგრძელებლად იყენებს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ შეტევებს. სწორედ ამას იყენებს პუტინი. ის დროს ყიდულობს, რომ ომი გაგრძელდეს. უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მშვიდობა უნდა დამყარდეს. ამისთვის საჭიროა საწყისი ნაბიჯები, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთზე ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს მოხდეს და შეტევები შეწყდეს", - აცხადებს ზელენსკი.

ღამით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური შეტევა მიიტანა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 5, ხოლო დაშავებული 80 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×