რეზონანსი
07.06.2025

როდესაც ევროპარლამენტარი, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის მძიმე განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცას იხვეწება, კეთილი ინებოს და ფაქტი, მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა".

როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ვინაიდან ევროპარლამენტარის განცხადებას კონკრეტული მტკიცებულებები არ ახლავს თან, „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელია და ამაში ფულს გამოიმუშავებს".

„თუ ბატონ სანჩეს თავი იმხელა ფიგურად წარმოუდგენია მსოფლიო არენაზე, რომ ახლა მისი სიტყვა უნდა დავიჯეროთ, ძალიან აცდენილი არის რეალობას. თუ იგი ამას რამე ფაქტით გაამყარებს, გვარებს იტყვის, აუდიო ჩანაწერებს გამოაქვეყნებს და ა.შ. მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები გააჟღეროს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ სიტყვები, უბრალოდ ჭორაობა. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არ ახლავს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელი, რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×