რეზონანსი
07.06.2025

მერაბ დვალიშვილი შონ ომალის წინააღმდეგ - ბრძოლა, რომელიც UFC 316-ზე მთავარი მოვლენაა და უამრავი გულშემატკივარი ელოდება.

ბუკმეიკერების აზრით, ფავორიტი ქართველია და საინტერესოა, რა თანხას გამოიმუშავებს იგი, თუ თავის წონაში ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლის კიდევ ერთხელ დამარცხებას შეძლებს. თავის მხრივ, ომალი, დვალიშვილთან სექტემბერში მარცხის გამო, დაკარგული ქამრისა და საჩემპიონო წოდების დაბრუნებას შეეცდება.

The Sports Rush-ის ინფორმაციით, ბრძოლის მნიშვნელობის, მასშტაბისა და ინტრიგის გათვალისწინებით, არის შანსი, დვალიშვილის კარიერაში პირველად მოხდეს, გამარჯვებისთვის 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი მიიღოს.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, თუკი მოიგებს, მერაბის შემოსავალი მინიმუმ 750 ათასი აშშ დოლარი იქნება და არც ის იქნება სიურპრიზი, თუ ეს თანხა 1 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

მაგალითად, ომალისთან სექტემბერში გამარჯვებისთვის ქართველს 700 ათას დოლარზე მეტი ერგო, იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან ქამრის დაცვისთვის კი - 500 ათასი დოლარი.

შედარებისთვის აღვნიშნოთ, რომ სექტემბერში დვალიშვილთან წაგებულ ბრძოლაში შონ ომალის 2.5 მლნ აშშ დოლარი გადაუხადეს - ცხადია, გამარჯვების შემთხვევაში, მეტს მიიღებდა.

შეგახსენებთ, კვირას, 8 ივნისს, თბილისის დროით გამთენიისას, დვალიშვილი ომალისთან შეეცდება, სწორედ მისი სექტემბერში დამარცხებით მოპოვებული, საჩემპიონო ქამარი დაიცვას და დაუმარცხებლის სტატუსი გაიმყაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×