რეზონანსი
07.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დათანხმდა იშვიათი მინერალების შეერთებულ შტატებში მიწოდების განახლებას, რაც შესაძლოა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის დაძაბულობის შემცირებას ნიშნავდეს.

„ჩინეთთან შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან შორს წავედით", - განუცხადა ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ტრამპის თანახმად, ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული და დადებითი შედეგებით დასრულდა.

ჩინეთმა იშვიათი მინერალების მიწოდება აპრილში შეწყვიტა, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის საპასუხოდ. ამან შეაფერხა მომარაგება, რომელიც სჭირდებათ ავტომწარმოებლებს, კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლებს და სამხედრო კონტრაქტორებს მთელ მსოფლიოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×