რეზონანსი
08.06.2025

ღია წყაროების თანახმად, მოსკოვზე ამ დროს 3 მხრიდან მიმდინარეობდა თავდასხმა - ღამით რუსეთში, ტულის რეგიონში უკრაინა თავს დაესხა აზოტის ქარხანას, ასევე, თავდასხმა მოაწყვეს ლოკომოტივზე, რომელსაც სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდა.

უკრაინული დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმაც გაავრცელა. მოგვიანებით, მან დაიწყო ინფორმაციის განახლება და წერდა, რომ რუსებმა დრონების მოგერიება დაიწყეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ თავდასხმისას საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 61 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

სამინისტრო წერს, რომ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს - ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტულის, ორიოლისა და კურსკის რეგიონებში, ასევე მოსკოვის ოლქსა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

რუსეთის ავიაციის სააგენტომ დილას განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ აეროპორტებზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×