
როიტერსის ცნობით, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მუქარა გასცეს პასუხი უკრაინის ოპერაციას „ობობას ქსელი“ ჯერ სერიოზულად არ იყო რეალიზებული და დიდი ალბათობით, მასშტაბური, მრავალმიზნობრივი დარტყმის ფორმით განხორციელდება.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პასუხის გაცემის კონკრეტული ვადებიც უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს რამდენიმე დღეში მოხდება. წყარო ასევე ვარაუდობს, რომ პასუხი „ასიმეტრიული“ იქნება. როიტერსის კიდევ ერთი წყარო ფიქრობს, რომ რუსეთი რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებს. ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი განახორციელებს დარტყმებს მათ შორის უკრაინის სამთავრობო შენობებზე.
სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი ფიქრობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სათავო ოფისს დაარტყას, რომელმაც ოპერაციაში მთავარი როლი შეასრულა.
უკრაინამ ოპერაცია „ობობას ქსელი“ 1 ივნისს განახორციელა - ათობით დრონმა რუსეთის სამხედრო ავიაბაზებზე მიიტანა იერიში. უკრაინაში 41 განადგურებული ბომბდამშენის შესახებ აცხადებენ, თუმცა დასავლური წყაროები აცხადებენ რომ სინამდვილეში 10-13 თვითმფრინავი განადგურდა.