რეზონანსი
08.06.2025

თბილისის სურვილი, დაუბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს, უტოპიაა - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში. 

კითხვაზე, რატომ არ აწერენ ხელს ოკუპირებული აფხაზეთი და საქართველო "ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას", ბარციცი ამბობს:

"ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ სურს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს უტოპიაა. საქართველოში ზოგიერთ გონიერ პოლიტიკოსს უკვე ესმის, რომ აფხაზეთი არ დაბრუნდება, თუმცა ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ“- ამბობს ე.წ. მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×