რეზონანსი
08.06.2025

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს, ლონდონში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ.

„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-თან ეკონომიკური და სავაჭრო კონსულტაციების მიზნით ლონდონში ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენგი ჩავა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს გასულ თვეში შეხვდნენ. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×