რეზონანსი
08.06.2025

ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ. მე ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან „მადლენის" სიძულვილის ფლოტილიამ ღაზას სანაპიროებს მიაღწიოს და ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ანტისემიტ გრეტას და მის თანამებრძოლ „ჰამასის" პროპაგანდისტებს ნათლად ვეუბნები: უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, „ბლოკადის დარღვევის ან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების მცდელობებს" არ დაუშვებს.

გემი, რომლის ბორტზეც შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის გარდა 11 აქტივისტი იმყოფება, ღაზის სექტორის მიმართულებით სიცილიიდან გასულ კვირას გავიდა.

აქტივისტების განცხადებით, მათ მისიას ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევა და ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება წარმოადგენს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×