რეზონანსი
08.06.2025

კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი შესაძლოა დააპატიმრონ, თუ ისინი ზღვარს გადაკვეთენ, - განაცხადა ამერიკის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა. ტომ ჰომანმა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი ჯარისკაცის განლაგების შესახებ, ადგილობრივი ლიდერების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად.

„დაგვეხმარეთ ქუჩების კრიმინალებისგან გაწმენდაში. ნუ უკრავთ ტაშს პროტესტს და მხარი დაუჭირეთ კანონის აღსრულებას. გუბერნატორი ნიუსომი პრეზიდენტ ტრამპს უნდა ურეკავდეს და მადლობას უხდიდეს იმის გამო, რომ შტატს უფრო უსაფრთხოს ხდის", - განაცხადა ჰომანმა.

მან მანამდე აღნიშნა, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციებისთვის ხელის შეშლა დაპატიმრებას გამოიწვევს და გამონაკლისს არც კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი წარმოადგენენ.

„ამას ყველას ვეტყვი: არალეგალი უცხოელისთვის შეგნებულად თავშესაფრის მიცემა და დამალვა, ასევე, სამართალდამცავებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დანაშაულია", - აღნიშნა ჰომანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×