რეზონანსი
08.06.2025

ორივე სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა, სავარაუდოდ, ჯერ პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გაიმართება, მისი დასრულების შემდეგ კი სასამართლო ამაღლობელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ, სასამართლოს წინაშე, მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა დაასრულა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×