რეზონანსი
09.06.2025

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში უნდა ჩაერთოს. მისივე შეფასებით, მერის არჩევნების მეორე ტურში „გამარჯვების ძალიან მაღალი შანსია, თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეჯერდება".

როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, ბათუმში მერობის კანდიდატად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, თბილისში კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდნენ.

„შეიძლება იყოს მზია ამაღლობელი, ციხეში მყოფი ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს ხოლმე, მსოფლიოში ასეთი გამოცდილება არის. მზია ამაღლობელი უნდა იყოს, როგორც მერობის კანდიდატი, ეს ჩემი მოსაზრებაა. თბილისში სალომე ზურაბიშვილი. ფანტასტიკური კანდიდატია. მას შეუძლია გახდეს მილიონიანი ქალაქის მერი. დაცული ხარ 5 წლით, აბსოლუტურად, ხელს ვერავინ გახლებს", -განაცხადა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×