რეზონანსი
09.06.2025

არც „ნაციონალური მოძრაობა" არის რევოლუციის მომწყობი და არც მისი ფილიალები. ოთხივე ბედკრულია და მოქცეული არიან უცხოური ძალების ქვეშ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თავიდან ყველა ამბობდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა მათი რიტორიკა ნელ-ნელა შერბილდა და მათი ნაწილი ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს.

„უცხოეთში რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მათი ერთიანობა ვერცერთ საკითხზე ვერ იქნება, რადგან მომეტებული ამბიციები აქვთ. ხაზარაძე იქნება, თუ გახარია, თავიანთი პატრონების წინაშე პოლიტიკურად კეკლუცობენ და ამბობენ, უფრო მეტად გამჭრიახები არიან, ვიდრე ორიგინალი „ნაცმოძრაობა". მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ის არის, ვინ იქნება პირველი პატრონთან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×