რეზონანსი
09.06.2025

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და ოპოზიცია იმოქმედებს ისე, რასაც საჭიროდ ჩათვლის ამ მიზნის მისაღწევად.

მახაშვილის თქმით, საზოგადოება პოლიტიკობანას თამაშით დაიღალა.

„ამ ხალხს არც სიტყვა დაეჯერება, არც დაპირება, არც გეგმა აქვთ მოსახლეობისთვის. საზოგადოებას ტენისის - ტიკი-ტაკას თამაშის რეჟიმში ამყოფებენ. ამ პოლიტიკური ჯგუფების ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და თუ საჭირო იქნება, იტყვიან, რომ რაღაცას ეწინააღმდეგებიან, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. თუ სახელმწიფო დაფინანსებას იღებ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობ, პარლამენტს რას ერჩიან? აქ ტყუილ-მართალი სად არის? სინამდვილეში, არსებული ვითარებიდან ყველა თავის გადარჩენას ცდილობს. ყველა ოპოზიციის ლიდერად ცდილობს თავის წარმოჩენას, რადგან ეს ნიშა თავისუფალია. ამ პოლიტიკურმა ძალებმა საბედისწერო პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, რადგან საბიუჯეტო დაფინანსებას როცა იღებ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ცდილობ, მაშინ პარლამენტში რატომ არ შემოდიხარ? როგორც ჩანს, აცნობიერებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა პარლამენტში არ შემოვიდნენ და შედეგები არ აღიარეს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×