რეზონანსი
10.06.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ, ვაკანტურ პოზიციაზე, მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

"მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×