რეზონანსი
10.06.2025

ვილ­ნი­უ­სის რა­ი­ო­ნულ­მა მო­სა­მარ­თლემ, მინ­და­უ­გას რა­ჟანსკას­მა, ორ­შა­ბათს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა ქარ­თველ მი­ხე­ილ ზამ­თა­რა­ძეს - მას 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან იშ­ვი­ა­თი და ფა­სე­უ­ლი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის­თვის. თუმ­ცა, აღი­ა­რე­ბის გამო სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცი­რეს.

სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნით ზამ­თა­რა­ძე სამ წელ­სა და ოთხ თვეს გა­ა­ტა­რებს ცი­ხე­ში. მან გა­ნა­ჩე­ნი ვილ­ნი­უ­სის ცი­ხი­დან დის­ტან­ცი­უ­რად მო­ის­მი­ნა.

„ზამ­თა­რა­ძე სა­სა­მარ­თლომ ცნო დამ­ნა­შა­ვედ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ქურ­დო­ბა­ში - წა­ღე­ბუ­ლია მე-19 სა­უ­კუ­ნის დიდი კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე გა­მო­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 606 ათას ევ­როს შე­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ.

სა­სა­მარ­თლო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, დად­გინ­და, რომ ზამ­თა­რა­ძის ორი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ქურ­დო­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ - სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი ად­გილს ამოწ­მებ­დნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამ­ჟა­მად ლატ­ვი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა ცი­ხე­ში წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის­თვის.

სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სარ­ჩე­ლი და ზამ­თა­რა­ძეს და­ა­კის­რა 606 ათა­სი ევ­როს გა­დახ­და.

ზამ­თა­რა­ძე ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან თავს მეც­ნი­ერ - მი­ხე­ილ ზა­ვადსკიდ ასა­ღებ­და. ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წა­ი­ღო რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი და უკან აღარ და­აბ­რუ­ნა. ათზე მეტი წიგ­ნი კი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი ას­ლე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეს ას­ლე­ბი გა­ნად­გურ­დე­ბა.

ზამ­თა­რა­ძე ლიტ­ვა­ში 2023 წლის დე­კემ­ბრი­დან იმ­ყო­ფე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში - ეს დრო სას­ჯე­ლის ვა­და­ში ჩა­ეთ­ვლე­ბა. ის თავ­და­პირ­ვე­ლად ბელ­გი­ა­ში და­ა­კა­ვეს, სა­დაც ორ თვე ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ კი ლიტ­ვა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მო­სა­მარ­თლე რა­ჟანსკას­მა გან­მარ­ტა, რომ მალე ზამ­თა­რა­ძის ექ­სტრა­დი­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში მოხ­დე­ბა, სა­დაც ანა­ლო­გი­უ­რი ქურ­დო­ბე­ბის გამო იძებ­ნე­ბა.

ზამ­თა­რა­ძის თქმით, მან ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­პა­რუ­ლი წიგ­ნე­ბი მოს­კო­ველ მყიდ­ველს 30 ათას დო­ლა­რად მიჰ­ყი­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ზამ­თა­რა­ძე 2023 წელს ჩა­მო­ვი­და ლიტ­ვა­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ლიტ­ვის, პო­ლო­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, შვე­ი­ცა­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მან ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრომ­ლებს წა­რუდ­გი­ნა, თით­ქოს მეც­ნი­ე­რი იყო, ასე­ვე გა­ა­ყალ­ბა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და ამ სა­ფუძ­ველ­ზე იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის დარ­ბაზ­ში და პრო­ფე­სორ­თა კი­თხვის დარ­ბაზ­ში ის­ტო­რი­უ­ლად ფა­სე­უ­ლი წიგ­ნე­ბი გა­მო­ი­თხო­ვა.

დად­გე­ნი­ლია, რომ მან ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სულ 17 გა­მო­ცე­მა მო­ი­პა­რა, მათ შო­რის - ივა­ნე კრი­ლო­ვის, ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნის, მი­ხე­ილ ლერ­მონ­ტო­ვი­სა და ნი­კო­ლოზ გო­გო­ლის წიგ­ნე­ბი. მათ­გან 12 ყალ­ბი ას­ლე­ბით იყო ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მას მოს­კო­ველ­მა მყიდ­ველ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×