რეზონანსი
10.06.2025

გუშინდელი განცხადება ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ნატო-ს თავისი სტრატეგიული ინტერესები გააჩნია და დღესდღეობით ეს სტრატეგიული ინტერესები მნიშვნელოვანწილად არის გამოხატული იმ საომარ დაპირისპირებაში, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს, და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უზრუნველყოფდეს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აგრესიული რუსეთის მოქმედებების განსაპირობებლად წითელი ნაჭერი არ იყოს აფრიალებული. „ჩვენთვის ნატო-თან ურთიერთობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველაზე, მათ შორის წევრ ქვეყნებზე მეტი რესურსი გაგვაჩნია, რათა ერთად ვიზრუნოთ საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნატო-ს წევრობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ საკითხის ცალსახად განხილვა ასე ადვილი არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, მომავალში დიდი ძალები გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმდებიან, რაც მსოფლიოში უსაფრთხოებას გულისხმობს. ჩვენთვის ნატო-სთან ურთიერთობის ფორმა არის მნიშვნელოვანი, რომელზეც არასოდეს უარი არ გვითქვამს. ჩვენ ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო მიმართულებას არ ვცვლით", - განაცხადა ვოლსკიმ.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×