რეზონანსი
10.06.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის თემას საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი უპირატესობისთვის იყენებს.

„სამწუხაროდ, ვიქტორის პოლიტიკა უკრაინის და ევროპის წინააღმდეგაა მიმართული. ის ამას თავის შიდა პოლიტიკაში იყენებს. მას სურს უკრაინაში ომი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს არჩევნებში. ეს არაკეთილსინდისიერია", - თქვა ზელენსკიმ

ზელენსკის თქმით, ორბანი „ისტორიულ შეცდომას" უშვებს და არ ესმის, რომ მის პოლიტიკას „გაცილებით უფრო სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება".

„არ შემიძლია ღიმილი და ჩახუტება, როცა ვხედავ, რა ხდება სინამდვილეში. რადგან რეალობა არ უნდა განსხვავდებოდეს პოლიტიკისგან. თუ მზად ხარ გულწრფელი ურთიერთობისთვის, ჩვენ ჩარჩოს ვიპოვით, მაგრამ ასე, ჩემი სახის გამოყენება საკუთარი არჩევნებისთვის? მე ამაზე თანხმობა არ მიმიცია. მე სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ვარ", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×