რეზონანსი
10.06.2025

 ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას.

„დღევანდელი მდგომარეობა ასეთია, ნათლად აცხადებენ ნატოს წარმომადგენლები, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ აპირებენ ისინი უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების განხილვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და დანარჩენი ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები,"- განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×