რეზონანსი
11.06.2025

ლოს-ანჯელესის ცენტრში, სადაც დემონსტრანტები გამოსვლებს მართავენ, კომენდანტის საათი ამოქმედდა. ინფორმაციას CNN-ი ქალაქის მერზე, კარენ ბასზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის ფართობი, რომელზეც კომენდანტის საათი ვრცელდება, დაახლოებით 1,6 კვადრატული კილომეტრია. როგორც CNN-ს სამართალდამცავ ორგანოებში წყარომ განუცხადა, კომენდანტის საათი ლოს-ანჯელესის დაახლოებით 100 ათას მცხოვრებს შეეხება.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონო შეკრებებში მონაწილეობის მიღებას ან დანაშაულის ჩადენას გააგრძელებს, დაკავებული და დაპატიმრებული იქნება“, - ციტირებს ტელეარხი ლოს-ანჯელესის პოლიციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×