რეზონანსი
11.06.2025

სომხეთის ქალაქ ჩამბარაკში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, - ინფორმაციას ქვეყნის სამაშველო სამსახური ავრცელებს.

მანამდე, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.

„მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი მაცხოვრებლის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულთა რიცხვმა სამს მიაღწია", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

უწყების ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს სომხეთის ქალაქ ჩამბარაკში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე მდებარე ბინები ჩამოინგრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×