რეზონანსი
11.06.2025

ტრამპის ადმინისტრაცია 30 სექტემბრამდე USAID-ის საზღვარგარეთ მდებარე ყველა განყოფილებას გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი" ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში, რომელიც „გარდიანმა" მოიპოვა, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სააგენტოს მთელი საერთაშორისო სამუშაო ძალის გაუქმების ბრძანება გასცა.

გადაწყვეტილების თანახმად, საგარეო დახმარების პროგრამების კონტროლი პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაცემა. დირექტივა გავლენას ახდენს USAID-ის ასობით თანამშრომელზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონტრაქტორებსა და ადგილობრივად დასაქმებულ პერსონალზე 100-ზე მეტ ქვეყანაში.

მედიის ცნობით, აშშ-ის საელჩოებში მისიების ხელმძღვანელებს ფართომასშტაბიანი ცვლილებებისთვის მომზადება დაევალათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×