რეზონანსი
11.06.2025

თუ პირები მიზნად დაისახავენ და გადაწყვეტენ, რომ დანაშაულებრივი გზით მოიპოვონ ქონებას, ზიანს მიაყენებენ სხვა ადამიანებს და შეეცდებიან ამ ქონების შემდეგ გადამალვას, ამ ქონების მოძიება გამარტივდება და ამოღებული. ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხები სწორედ დაზარალებულების დასახმარებლად და ზიანის ასანაზღაურებლად მიიქცევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების აღდგენის კონტექსტში სწრაფი მექანიზმები, გამარტივებული პროცედურები და ამავდროულად მოხდეს პრევენცია, რომ ადამიანებმა მიზნად აღარ დაისახონ სხვისი ქონებების მითვისება, გაფლანგვა, ქურდობის თუ სხვა არაკანონიერი გზით დაუფლება და საკუთარი კეთილდღეობის აწყობა სხვისი დაზიანების ხარჯზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათთან დაკავშირებული პირებისგან ქონების - მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება. ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შევა, ცვლილების თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და ვიდრე მსჯავრდადებული არ აანაზღაურებს ზიანს, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალება, რასაც ელექტრონული სამაჯური უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×