რეზონანსი
12.06.2025

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"12 ივნისი მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღეა! ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიის მნიშვნელობას - სამსახურს, რომელიც გმირობას, სიმამაცესა და თავგანწირვას გულისხმობს. მეხანძრე-მაშველებო, თქვენი ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომა, მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებული დაფასების ღირსია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და მომავალშიც იზრუნებს, რომ თქვენი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს. გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებებს!" - ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×