რეზონანსი
12.06.2025

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ბრიტანეთის საელჩოს მიერ რიგი ორგანიზაციებისთვის გრანტების გაუქმებას აფასებს. მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსების შეჩერება თვითმმართველობის არჩევნების პროცესის სრულყოფილად ჩატარებისთვის დანაკლისი არ იქნება.

„საზოგადოებაში კარგად არის დაფიქსირებული ის ფაქტი, რომ გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ თავის რესურსებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ლეგიტიმურად, სწორად, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები გამოეცხადებინათ უკანონოდ ყველანაირი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე, შემდგომ ამის საფუძველზე პოლიტიკურ პარტიებს და ამ რადიკალებს მოეწყოთ რევოლუციების სცენარები. ამიტომ თუ ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ბრიტანეთის საელჩო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, ჩერგოლეიშვილის „ტაბულას“ თუ ლონდა თოლორაიას, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური მხარეა, ვერ დააფინანსებს, ეს ნამდვილად არ იქნება რაიმე დანაკლისი თვითმმართველობის არჩევნების პროცესის სრულყოფილად ჩატარებაში”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ბრიტანეთის საელჩო გრანტებს აუქმებს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ტაბულა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კანონის უზენაესობის ცენტრი“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ წინასაარჩევნო პერიოდში სოლიდურ თანხას ელოდებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×