რეზონანსი
12.06.2025

დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, უცნაურად მიაჩნია ევროპელებისა და ამერიკელების განმარტება, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ, თუ უკრაინა 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების მობილიზებას მოახდენს.

პოდოლიაკის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდება მობილიზაციის ასაკის შემცირებას და ახალგაზრდების ფრონტზე იძულებით გაგზავნას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ახალი სანქციების შემოღების სანაცვლოდ.

"როგორ არის ეს დაკავშირებული? ეს ნამდვილად არანაირად არ არის დაკავშირებული. პირიქით, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მილიტარიზმზე. თუ რაკეტები გამოიყენება და ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თქვენ ავტომატურად ანადგურებთ მტრის დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას და აღჭურვილობას, რატომ უნდა ვისაუბროთ აქ მობილიზაციაზე? რუსეთის მსგავს ქვეყანას მხოლოდ მობილიზაციის ინსტრუმენტებითა და სანგრებით ვერ შეებრძოლები. ბოლოს და ბოლოს, აუცილებელია ასიმეტრიულად, შემოქმედებითად გამარჯვება, რასაც უკრაინა ამტკიცებს. და საერთოდ, რა შუაშია ამასთან სანქციები?" – განაცხადა პოდოლიაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×