რეზონანსი
12.06.2025

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევას ეხებოდა.

„ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის მარიონეტები და აგენტურული ძალები, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესი არანაირ ღირებულებს არ წარმოადგენს. მხოლოდ საკუთარი და პატრონების ინტერესებით აკეთებენ გასაკეთებელს. ეს არის ის დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ მოახდინოს ზეწოლა ქართველ ხალხზე, იმ მონაპოვარზე, რომელიც არის ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მონაპოვარი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×