
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლოების 54,5% ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწიელეობას ემხრობა. კვლევის პრეზენტაცია დღეს 15 ივნისს, გაიმართა.
კითხვაზე, ოპოზიციურა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება:
დიახ - 54,4 %, არა - 22,3% არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2% .
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანხმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50 % ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%.
რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.