რეზონანსი
15.06.2025

ისრაელი არ გამორიცხავს ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის სცენარს, როგორც თეირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის აღკვეთის წინააღმდეგ შესაძლებლობას, – ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ანონიმურობის დაცვით წერს.

მისივე თქმით, აიათოლას გაუვნებელყოფა „ტაბუირებული არ არის“ ისრაელისთვის.

როგორც გამოცემა წერს, წყარო აცხადებს, რომ „ისრაელსა და ირანს შორის ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე თეირანი უარს არ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე ან ისრაელი საბოლოოდ არ აღმოფხვრის ამ შესაძლებლობას მათთვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×